суббота, 27 июля 2013 г.

„ქუჩის ძაღლები’’

პროექტის   სახელწოდება:
    „ქუჩის  ძაღლები’’
პროექტის  მთავარი   იდეა  (თემა)
სოფლის  მოსახლეობა  დაცული  იქნეს   მაწანწალა ,უპატრონო  ძაღლების   თავდასხმებისა  და   აგრესიისგან.

რა  არის   ცოფი,  როგორ  ავიცილოთ  თავიდან  მისი  საფრთხე.
პროექტის   აქტუალობა:
მასწავლებელი  სვამს  კითხვას :  რით  არის თემა  აქტუალური?  იგი  თხოვს  თითოეულ  მოსწავლეს  გაშალოს   თემა და  გამოკვეთოს  პრობლემა.   თითქმის  ყველა  ბავშვი  აღნიშნავს ,  თუ  როგორ   უყვართ  ცხოველები,  განსაკუთრებით   ძაღლები.  ისინი  თანმხდებიან   იმაზე,  რომ ქუჩაში  ძაღლი  არ  უნდა  იყვეს,  განსაკუთრებით  სკოლებთან ,  საბავშვო  ბაღებთან ,   პარკებთან,  გასართობ  ცენტრებთან.

პროექტის  მიზნები.
ყველა    უპატრონო  ძაღლს  ჰქონდეს   ნორმალური  საცხოვრისი,  თავშესაფარი.   არცერთი  ცოფით   დაინფიცირებული   ჩვენს  ქვეყანაში,  რაიონში,  სოფელში.!                                                        
მონაწილეთა   ასაკი
15-16   წლის
ვადები,  ხანგრძლივობა
ბავშვებმა  მტკიცედ  მოილაპარაკეს   და  გადაწყვიტეს   2-3  დღეში  მივლენ  სოფლის  საკრებულოში,  დააყენებენ საკითხს.  ცეცხლსასროლი  იარაღი  არ  იქნეს  გამოყენებული  მათ  დასაჭერად.  ბავშვებმა   გამოთქვეს  სურვილი, დაეხმარონ  დამჭერთა   რაზმებს ძაღლების   უვნებლად   აყვანა-  დაბინავებაში.
მოსალოდნელი   შედეგები/  პროდუქტები,  რაც    შეიძლება  შეიქმნას:
ბავშვები    სისტემატურად  გაუწევენ   მონიტორინგს  ქუჩის  ძაღლებს   და  მუდმივად   იზრუნებენ  მათი  უსაფრთხო ყოფა-ცხოვრების  შესახებ,  რითაც  სოფლის   მოსახლეობა  უზრუნველყოფილი  იქნება   სიმშვიდით,  სანიტარული  წესრიგით   და   უსაფრთხოებით.
პროექტის  ხელმძღვანელი
მასწავლებელი: ნინო   გუჯაბიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий